გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ევდოკია სუხორუჩკო
საგანი: რუსული ენა
სწავლების საფეხური: X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:25 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ,,გამოჩენილი ხალხის გატაცებები“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და იმსჯელებენ ცნობილი ადამიანების გატაცებებზე, განივითარებენ უცხო ტექსტზე
მუშაობის და უცხო სიტყვების
კონტექსტში ამოცნობის უნარ- ჩვევებს, შეძლებენ საჭირო ინფორმაციის ამოკრებას და წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას, გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
·
ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით დ სხვა)
·
უცხ. ს V. 9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ ნაწყვეტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომელიც წაკითხვაც უნდა აუდიტორიის წინაშე.
·
წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარს.
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ
·
უცხ. ს V. 10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
·
იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციებს მოძიების მიზნით; სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს; საკვანძო სიტყვებს, აბზაცის პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა.
·
დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობ სიტყვებს, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტის, მშობლიურ ენაში დამკიდრებული
უცხოური სიტყვების და სხვა) დახმარებით;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საუბრის ძირითადად თემას/ საკითხებს;
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, რატომ, როდის, რომელი, როგორ, რატომ და სხვა.)
·
უცხ. ს V. 15. მოსწავლეს შუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემაზე, საკითხებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებებს.
·
უცხ. ს V. 17. მოსწავლეს შუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გადმოსცემს წაკითხული/მოცემული ტექსტის შინაარს;
·
აკეთებს რეზიუმეს, გადმოსცემს მთავარ თემას, განხილულ საკითხებს, ტექსტში ასახულ განსხვავებულ თვალსაზრისებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
·
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
·
უცხ. ს V. 23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
·
უცხ. ს V. 26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა
და ეფექტურად გამოყენების მიზნით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს, აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
1
|
წინარე ცოდნის
გააკტიურება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება, მათში დადებითი განწყობის შექმნა, ოპერატიული მეხსიერების განვითარების ხელშეწყობა.
მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვა: „Увлечения” (გატაცებები) და
სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ამ სიტყვასთან ასოცირებული სიტყვები. დასახელებულ სიტყვებს წერს დაფაზე. იქმნება ასოციაციური რუკა. მოსწავლეებში ოპერატიული მეხსიერების განვითარების მიზნით, მასწავლებელი რამდენიმე სიტყვას აფარებს ფურცელს და სთხოვს გაიხსენონ, რომელი სიტყვა ეწერა ამ ადგილას. ბოლოს კი ყველა სიტყვის წაშლის შემდეგ, დაასახელონ ისინი.
მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.
|
ასოციაციური რუკა
|
მთელი კლასი
|
დაფა,ცარცი.
|
3 წთ
|
2
|
“იცით თუ არა?”ტექსტის გაცნობამდე პროექტორით ვაჩვენებ ბავშვებს ცნობილი ადამიანების პორტრეტებს
მოსწავლეები ასახელებენ, საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები მათ ცნობილი ადამიანების ამოცნობაში. არჩევანს შევაჩერებ ორ გამოჩენილ პიროვნებაზე ალბერტ აინშტაინზე და უილიამ კლინტონზე. ვსვამ კითხვას რა იცით ამ ადამიანებზე მათ პროფესიასა და გატაცებებზე? პარალელურად პროექტორით ვაჩვენებ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ვსვამ შეკითხვას რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ ამ ადამიანებთან? (დანართი 1 )
|
დისკუსია, ვარაუდების გამოთქმა
კიტხვაზე პასუხები
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი პროექტორი,
საპრეზენტაციო ფაილი
|
7წთ
|
3
|
სიღრმისეული წვდომა
ტექსტის გაცნობითი კითხვა
აქტივობის მიზანი: უცხო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარების ხელშეწყობა; უცხო სიტყვების მნიშვნელობის კონტექსტში გაგება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ ტექსტი და ხაზი გაუსვან უცხო სიტყვებს.
|
მონიშვნებით კითხვა
|
ინდივიდუალური
|
წიგნი, ფანქარი,
|
5წთ
|
4
|
ლექსიკური მუშაობა
აქტივობის მიზანი: ახალი სიტყვების შესწავლა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გამოყენება.
მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლეების მიერ დასახელებულ სიტყვებს, მოსწავლეები ჯერ თვითონ ცდილობენ ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნას ერთმანეთისთვის სინონიმებით, შედგენილი ფუძის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს.. მოსწავლევბლები ზეპირად ადგენენ წინადადებებს ნასწავლი სიტყვების გამოყენებით..
|
მთელი
კლასი
|
დაფა, ცარცი
|
5 წთ
|
5
|
ჯგუფური მუშაობა ტექსტზე
აქტივობის მიზანი : ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოძიება, გაცნობა და წაკითხვა.
მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს სხვა და სხვა კითხვებს, რომლის პასუხიც მოსწავლეებმა უნდა
მოიძიონ ტექსტში და ამოიკითხონ.
1.Кем был Альберт Эйнштейн и Билл Клинтон?
2. На каких музыкальных
инструментах они играли?
3. Музыка какого
композитора поразила Эйнтштейа?
4. Какую музыку играли
Клинтон и Эйнштейн?
|
ამოკრებითი კითხვა
|
მთელი
კლასი
|
წიგნი
|
5წთ
|
|
6
|
აქტივობის მიზანი: ტექსტის წაკითხვა გაგება-გააზრება და საჭირო ინფორმაციის მოძიება. მასწავლებელი სთხოვს დაყონ ტექსტი აბზაცებად და გამოყონ საკვანძო ფრაზები თითიეული აბზაციდან და გადაიტანონ სამუშაო რვეულში.
|
ინდივიდუალური
|
წიგნი, რვეული კალამი
|
5წთ
|
||
7
|
ტექსტის რეზიუმირება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში ტექსტის მთავარი აზრის გადმოცემის და საკუთარი დასკვნის გამოტანის უნარის განვითარების ხელშეწყობა, შეძენილი სიტყვათა მარაგის გამოყენება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებში სთხოვს მოსწავლეებს, რამდენიმე წინადადებით გადმოსცემენ მთავარი შინაარსი და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება.
მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
|
რეზუმირება,
|
ჯგუფური
|
წიგნი
|
9წთ
|
|
8
|
შეფასება
მასწავლებელს წინასწარ ჯგუფებისთვის დარიგებული აქვს განმავითარებელი შეფასების რუბრიკები.
ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს წინასწარ შედგენილი განმავითარებელი შეფასების რუბრიკების მიხედვით.
მასწავლებელი აფასებს 4 მოსწავლეს (დაკვირვების ობიექტს) განსაზღვრული შეფასებით, მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული რუბრიკის მიხედბით.
|
3წთ
|
||||
9
|
საშინაო დავალება : ესე “ჩემი გატაცებები”
|
წერა
|
ინდივიდუალური
|
1წთ
|
||
10
|
გასასვლელი ბილეთები.
გაკვეთილის ბოლოსათვის მოსწავლეებს ურიგდებათ გასასვლელი ბილეთები შემდეგი კითხვებით
|
ინდივიდუალური
|
გასასვლელი ბილეთი
|
2წთ
|
შეფასების რუბრიკა: მოსმენის და კითხვის უნარ-ჩვევების შესაფასებლად
ქულა
კრიტერიუმი
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ტექსტის შინაარსის გაგება- გააზრება
|
ვერ იგებს ტექსტის შინაარს, არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
ნაწილობრივ იგებს ტექსტის შინაარსს, უჭირს კითხვებზე პასუხების გაცემა
|
იგებს ტექსტის შინაარსს, მაგრამ არ შეუძლია პასუძის გაცემა კონკრეტულ კითხვაზე, ზოგჯერ პასუხი არასწორია.
|
კარგად იაზრებს ტექსტს, ადეკვატურად და სრულყოფილად პასუხობს კითხვებზე.
|
საჭირო ინფორმაციის მოძებნა, დამუშავება, დახარისხება,
|
არ შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძებნა, დამუშავება.
|
შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძებნა, მაგრამ ვერ ახარისხებს და ვერ ამუშავებს.
|
შეუძლია მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, დაამუშაოს, მაგრამ უჭირს დახარისხება.
|
თავისუფლად შეუძლია მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, დაამუშაოს და დაახარისხოს.
|
კითხვის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
|
არ ფლობს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს.
|
ფლობს სტრატეგიებს, არ შეუძლია მათი ეფექტურად გამოყენება.
|
ფლობს სტრატეგიებს შეუძლია მათი გამოყენება, თუმცა უჭირს ყველაზე ეფექტურის შერჩევა.
|
ფლობს სტრატეგიებს, შეუძლია მათი ეფექტურად გამოყენება.
|
პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
რამდენად რელევანტურია თემასთან კავშირი
|
არ
არის
რელევანტური
|
თემასთან კავშირი ნაწილობრივ რელევანტურია
|
თემასთან კავშირი სრულყოფილად რელევანტურია
|
საუბრის უნარი
|
უჭირს საუბარი
|
ხშირად ჩერდებიან ლექსიკა მარტივია
|
გამართულად დამაჯერებლად საუბრობენ ლექსიკა მრავალფეროვანია
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არ
იყენებენ
|
იყენებენ შეუსაბამოდ
|
მართებულად იყენებენ თვალსაჩინოებას
|
I ჯგუფი
|
|||
II
ჯგუფი
|
|||
III
ჯგუფი
|
|||
IV
ჯგუფი
|
გასასვლელი ბილეთი
გვარი სახელი
თარიღი ------
1. რა ვიცოდი გაკვეთილის დაწყებამდე აღნიშნული საკითხის შესახებ.
_________________
________________________________________________
__________________________________________________________________
2. რა ვისწავლე.
_________________________________________________________________
__________________________________________________________________
3. საკითხი, რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა.
___________________________________________________________________
4 .როგორი იყო ჩემი როლი გაკვეთილის პროცესში.
_________________________________________________________________
No comments:
Post a Comment