სასწავლო პროექტი



1. პროექტის სახელწოდება:,,უჩვეულო ძეგლები

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:თემა ხელს უწყობს  კულტურათა დიალოგში შესვლას.

3. პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია ,რადგან იგი  ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, მეტყველების  უნარის და ინფორმაციის ძიება/დამუშავების უნარების განვითარებას, მოსწავლეები ეცნობიან იმ ქვეყნის კულტურულ ძეგლებს, რომელ უცხო ენასაც სწავლობენ და ეჩვევიან  ინფორმაციის გადამუშავებას ტექნოლოგიების გამოყენებით.
        
4. პროექტის მიზნები
·                     მოსწავლემ შეძლოს:
·                      კითხვის და მეტყველების უნარის განვითარება.
·                      ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარის განვითარება.
·                      პრეზენტაციის უნარის განვითარება.
·                      მოსწავლეებში სხვისი კულტურის მიმართ პატივისცემის   ჩამოყალიბება.
·                     ტექნოლოგიური უნარ ჩვევების განვითარება
·                      პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

5. მონაწილეთა ასაკი:   15-16 წლის

6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას:  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეწინასწარ ამზადებს საჭირო რესურს, თავს უყრის  საჭირი მასალებს , მოიძიებს ინფორმაციას, იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას, ქმნის სლაიდებს, დამოუკიდებლად აკეთებს პრეზენტაციას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა , ცარცი, მეხსიერების ბარათი, ფორმატის ქაღალდი. მარკერები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

   
1.აქტივობა
  მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს ჯგუფებად, შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით და აძლევს თემას "უჩვეულო ძეგლები", მოსწავლეები ინტერესის მიხედვით თვითონ ირჩევენ ქალაქებს, რომელთაც მათი ხედვით აქვთ საინტერესო კულტურა და ტრადიციები

 
2.აქტივობა
მოსწავლეები  იძიებენ  ინფორმაციებს. ამზადებენ პრეზენტაციებს (სლაიდშოუს) მოსწავლეებს პროექტზე სამუშოდ ეძლევათ ორი კვირის ვადა.
  
 3.აქტივობა

  მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ პრეზენტაციებს (სლაიდ შოუ)
        ჯგუფი- ქალაქი ტომსკი - "ბედნიერების ძეგლი"
        ჯგუფი - ქალაქი ვორონეჟი - "შავყურა თეთრი  ბიმი"
        ჯგუფი- ქალაქი დილიჟანი- "მიმინო"
        ჯგუფი - ქალაქი ქუთაისი - "  არაჩვეულებრივი გამოფენა

   
4.აქტივობა.
    პრეზენტაციის განხილვა, საუბარი- დისკუსია

 
5. აქტივობა

  მოსწავლეებმა   წარმოადგინონ 7 წუთიანი ვიდეო რგოლები- ინტერვიუ ერთმანეთთან, რატომ ავირჩიე ის ქალაქი, რომელიც ჩემთვის საოცარი  ძეგლით არის გამორჩეული.
   ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია ჩაწეროს მოკლე ინტერვიუ.

 
აქტივობა 6
 მოსწავლეები გააკეთებენ ფოტოგალერიას, არჩეული ქალაქების ძეგლების ამსახველ  ფოტო მასალას გამოფენენ სკოლის დერეფანში   სხვა მოსწავლეების ინფორმირებულობისათვის.

   
7.აქტივობა
  მოსწავლეები ცვლიან თემებს და საუბრობენ ერთმანეთის თემების შესახებ, რატომ იყო საინტერესო,რა მოეწონათ.

8.აქტივობა
 მოსწავლეები მოიძიებებ იმ კონკრეტულ ქალაქში სკოლას , რომელიც მათთვის საინტერესო იყო.  მიწერენ წერილს პროექტის შესახებ და  გამოთქვამენ სურვილს თანამშრომლობის.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   ისტ-ის გამოყენებით.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ევდოკია სუხორუჩკო

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: svetasuxoruchko09@gmil.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  https://svetasuxoruchko09.blogspot.com/



No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი , გვარი : ევდოკია სუხორუჩკო საგანი : რუსული ენა სწავლების საფეხური : X კლასი მოსწა...